როგორც წინა დღეებში დაიწერა, უეფამ თურქეთის ნაკრების მცველი, მერიჰ დემირალი ნიდერლანდებთან 1/4-ფინალურ მატჩამდე "რუხი მგლების" მხარდასაჭერი ჟესტიკულაციის გამოხატვის გამო 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
მერიჰ დემირალმა ევროს 1/8-ფინალში ავსტრიის კარში გატანილი გოლის შემდეგ ამ ჟესტიკულაციით მხარი იმ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებს დაუჭირა, რომლებიც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის პარტიის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი, თავად ერდოღანმა კი საჭიროდ ჩათვალა, რომ დემირალის მოკვეთა უეფასთან ხმამაღლა გაეპროტესტებინა.