"შენი წასვლა გუნდს მოუხდა კიდეც" - ნაპოლის ფანების შეტევა ხვიჩა კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"შენი წასვლა გუნდს მოუხდა კიდეც" - ნაპოლის ფანების შეტევა ხვიჩა კვარაცხელიაზე

"შენი წასვლა გუნდს მოუხდა კიდეც" - ნაპოლის ფანების შეტევა ხვიჩა კვარაცხელიაზე
გუშინ, 12:12
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლიმ სკუდეტო ისტორიაში მეოთხედ მოიგო. მაყურებელი ნაკლებად ელოდა, რომ კონტე მიმდინარე სეზონში სასწაულს მოახდენდა, თუმცა კლუბი სერია A-ს გამარჯვებული დაძაბულ ბრძოლაში მაინც გახდა.

რაც შეეხება მთავარ აღმოჩენასა და საუკეთესო ფეხბურთელს, ის სკოტ მაკტომინეი გახდა, რომელმაც მთელი სეზონის განმავლობაში გუნდზე საოცარი გავლენა იქონია, ეს კი საბოლოოდ ნაპოლის ჩემპიონობაში გადაითარგმნა.

სამწუხაროდ, იტალიური კლუბის ზოგიერთმა გულშემატკივარმა გამონახა დრო და ზამთარში გუნდიდან წასულ ხვიჩა კვარაცხელიაზე არც ისე სასიამოვნო კომენტარი დატოვა.

"წინა სკუდეტო ოსიმენმა მოგვიტანა, შენი როლი კი მედიამ გადააჭარბა"

"კვარაცხელია, შენ კარგად იცოდი, რომ ეს მოხდებოდა.."

"შენი წასვლის შემდეგ უფრო გუნდურები გავხდით"

"ერთმანეთს არც კი შეადარო საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონობა"

"გუნდს მოუხდა კიდეც, რომ გუნდიდან წახვედი"

"მანდ ფულია, აქ კი დიდი სიყვარული", - წერენ ფანები პლატფორმა X-ზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი