დე ლაურენტისის მკაცრი უარი - ნაპოლის ფეხბურთელი, რომელიც არ იყიდება » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისის მკაცრი უარი - ნაპოლის ფეხბურთელი, რომელიც არ იყიდება

დე ლაურენტისის მკაცრი უარი - ნაპოლის ფეხბურთელი, რომელიც არ იყიდება
დღეს, 10:54
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის შოტლანდიელი ნახევარმცველი, სკოტ მაკტომინეი, ინგლისური გრანდების ყურადღების ცენტრში მოექცა.

როგორც Areanapoli იუწყება, ერთ-ერთმა პრემიერ ლიგის კლუბმა ნეაპოლურ მხარეს 50 მილიონი ევრო შესთავაზა ფეხბურთელის სანაცვლოდ.

წყაროს ცნობით, ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა შეთავაზება კატეგორიულად ჩახსნა და მტკიცედ განუცხადა კლუბს, რომ მაკტომინეი არ იყიდება.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელი შუახაზელი ნეაპოლელებმა გასულ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დაახლოებით 25 მილიონ ევროდ შეიძინეს. მას შემდეგ, მაკტომინეი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი