საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ლეგენდარული რიო ფერდინანდის პოდკასტში სტუმრად იმყოფებოდა.
კვარამ და რიომ არაერთი საინტერესო საკითხი მიმოიხილეს. გთავაზობთ ერთ-ერთ ამონარიდს, სადაც ქართველი მოთამაშე მწვრთნელის გავლენასა და ეფექტზე საუბრობს:
ლუის ენრიკემ დაგვრთო ნება, რომ შემტევებს თამაშის განმავლობაში პოზიციები ხშირად შეგვეცვალა, რაც მცველების მოტყუებასა და დაბნევაში დიდ როლს თამაშობს. ისინი ვერ ხვდებიან თუ როგორ და რას ვაკეთებთ. თავიდან მარცხენა ფლანგზე ვიწყებ, შემდეგ კი მარჯვნივ აღმოვჩნდები ხოლმე. ცხადია, ეს თავისუფლება წარმატების ერთ-ერთი გარანტიაა.
- ამბობს კვარა.
შეგახსენებთ, რომ დარჩენილი ორი ფინალიდან პსჟ ერთს დღეს ითამაშებს. საფრანგეთის თასის ფინალში გუნდი რეიმსის წინააღმდეგ ჩვენი დროით 23:00 საათზე იასპარეზებს, რომლის ხილვაც Silk Universal-ზე შეგეძლებათ.