ოღონდ ეს არა - მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის წინ დიდი ტრავმა მიიღო (ფოტო) » სპორტის ხაზი

ოღონდ ეს არა - მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის წინ დიდი ტრავმა მიიღო (ფოტო)

ოღონდ ეს არა - მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის წინ დიდი ტრავმა მიიღო (ფოტო)
დღეს, 11:14
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი მოსამზადებელ პერიოდს გადის, რომლის ბოლოსაც დამაგვირგვინებელი ბრძოლა უნდა გაიმართოს.

დვალიშვილის მეტოქე მისთვის კარგად ნაცნობი შონ ომალი იქნება, მებრძოლი, რომელთანაც ქართველმა თავად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

სამწუხაროდ, ბრძოლამდე 2 კვირით ადრე ქართველმა ჩემპიონმა ვარჯიშზე არც ისე უმნიშვნელო დაზიანება მიიღო, რის მორჩენასაც გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება.

გარდა ამისა, საკითხავია ისიც, თუ რამდენად შეძლებს მერაბ დვალიშვილი მოტეხილი ფეხის თითით ვარჯიშების, ბოლოს კი ბრძოლის ჩატარებას.

"რატომ მომტეხე ფეხის თითი, ახლა უნდა მოვიჭრა", - ხუმრობით ეუბნება დვალიშვილი თავის სპარინგ პარტნიორს, თუმცა იქ მყოფი გუნდის წევრები ტრავმას დიდი შეშფოთებით აკვირდებიან.

იხილეთ ფოტო

ოღონდ ეს არა - მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის წინ დიდი ტრავმა მიიღო (ფოტო)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი