იტალიის ოთხგზის ჩემპიონები! - "ნაპოლიმ" სკუდეტო დაძაბულ ბრძოლაში მოიგო » სპორტის ხაზი

იტალიის ოთხგზის ჩემპიონები! - "ნაპოლიმ" სკუდეტო დაძაბულ ბრძოლაში მოიგო

იტალიის ოთხგზის ჩემპიონები! - "ნაპოლიმ" სკუდეტო დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
24-05-2025, 01:32
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლიმ“ სერია A-ს 2024/25 წლების სეზონი ჩემპიონობით დაასრულა. ეს გუნდისთვის სკუდეტოს მეოთხე მოგებაა (1987, 1990, 2023, 2025) და ბოლო სამი სეზონის განმავლობაში მეორე ტიტულია.

ანტონიო კონტეს გუნდმა დასკვნით ტურში შინ "კალიარის" 2:0 აჯობა, პარალელურად კი კონკურენტმა "ინტერმა" იგივე ანგარიშით დაამარცხა "კომო". თუმცა, ერთქულიანი უპირატესობა ნეაპოლელებმა ბოლომდე შეინარჩუნეს და ჩემპიონობა გაინაღდეს.

სეზონის წინ ნაპოლის ტრიუმფს ბევრი არ ელოდა, თუმცა კონტეს ხელმძღვანელობით გუნდი სტაბილურად და თავდაჯერებულად გამოდიოდა. ჩემპიონობის გასაღები კვლავაც ლიდერების თამაშში აღმოჩნდა — სკოტ მაკტომინეიმ ანგარიში ეფექტური გოლით გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში რომელუ ლუკაკუმ სხვაობა გააორმაგა.

შოტლანდიელისთვის ეს იყო სეზონში მე-12 გოლი, ბელგიელისთვის კი — მე-14. მთლიანობაში "ნაპოლიმ" სეზონი 82 ქულით დაასრულა (24 გამარჯვება, 10 ფრე, 4 მარცხი), „ინტერს“ ერთი ქულით გაასწრო.

ანტონიო კონტემ მწვრთნელის კარიერაში მეხუთე სკუდეტო მოიგო და მესამე განსხვავებული კლუბი გააჩემპიონა — "იუვენტუსი", "ინტერი" და ახლა უკვე "ნაპოლი". მიმდინარე სეზონში სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელად სწორედ კონტე დაასახელეს, საუკეთესო ფეხბურთელად კი მაკტომინეი.

შეჯიბრი დაძაბულ სცენარზე წარიმართა და სკუდეტოს ბედი ბოლო ტურში გადაწყდა — მსგავსი რამ იტალიის ჩემპიონატში ბოლო 15 წლის განმავლობაში მხოლოდ მეორე შემთხვევაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი