დამაიმედებელი სიახლე კვარაზე - როგორ გრძნობს თავს ქართველი ფინალამდე? » სპორტის ხაზი

დამაიმედებელი სიახლე კვარაზე - როგორ გრძნობს თავს ქართველი ფინალამდე?

დამაიმედებელი სიახლე კვარაზე - როგორ გრძნობს თავს ქართველი ფინალამდე?
გუშინ, 02:18
Aa Aa
გაზიარება:

Geo Team-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის" ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სრული ვარჯიში ჩაატარა გუნდთან ერთად და თავს მშვენივრად გრძნობს.

შესაბამისად, ის 31 მაისს გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზად არის და მილანის "ინტერთან" შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის თასის ფინალში, "რეიმსთან“ მატჩის წინ, ხვიჩა სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ შეხვედრის დაწყებამდე თავი შეუძლოდ იგრძნო და ლუის ენრიკემ პრევენციის მიზნით სათადარიგოებში გადაიყვანა.

მაშინვე გაჩნდა კითხვა: შეძლებდა თუ არა იგი პარიზელთა დახმარებას სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში?

თუმცა მწვრთნელმა იმ დღესვე დაამშვიდა გულშემატკივრები, როცა განაცხადა, რომ საგანგაშო არაფერი იყო და კვარაცხელია 27 მაისს დაბრუნდებოდა ვარჯიშზე — პროგნოზი გამართლდა.

ხვიჩა ფიზიკურად მწყობრშია, მოტივაციაც უმაღლესზე აქვს და, როგორც ჩანს, ისტორიული საღამოსთვისაც სრულ მზადყოფნაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი