"მსოფლიოზე გასასვლელად ამ ნაკრებს უნდა ვეჭიდავოთ" - რას ამბობს თემურ ქეცბაია » სპორტის ხაზი

"მსოფლიოზე გასასვლელად ამ ნაკრებს უნდა ვეჭიდავოთ" - რას ამბობს თემურ ქეცბაია

"მსოფლიოზე გასასვლელად ამ ნაკრებს უნდა ვეჭიდავოთ" - რას ამბობს თემურ ქეცბაია
გუშინ, 13:48
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი პირველ არხთან იყო სტუმრად, სადაც მან მუნდიალის გზაზე ვილი სანიოლის გუნდის მთავარი მეტოქე დაასახელა.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს – ესპანეთი ძალიან კარგი ნაკრებია და ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. თურქეთმა თავისი ძალა ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა, მათაც ბევრი ახალგაზრდა ჰყავთ, რომლებიც ძალიან მაგარ გუნდებში თამაშობენ. ამიტომ ვფიქრობ, პლეი ოფში მოსახვედრად ჩვენ თურქებთან მოგვიწევს ჭიდაობა.

- თქვა თემურ ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი გვყავს, მათთან თამაში კი სტარტს სექტემბერში აიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი