37 წლის ანხელ დი მარიამ საჯაროდ დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან ბენფიკას დაემშვიდობება და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს.
არგენტინელმა ფეხბურთელმა პორტუგალიური თავგადასავალი 2 სეზონის წინ დაიწყო, როცა 35 წლის ასაკში ტურინის იუვენტუსს დაემშვიდობა.
ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს ანხელი კარიერას, თუმცა როგორც იწერება, მას უკვე სამშობლოში ეპატიჟებიან.
ანხელ დი მარიას თავისი მრავლისმნახველი კარიერის განმავლობაში ისეთ კლუბებში აქვს ნათამაშები, როგორებიცაა როსარიო ცენტრალი, ბენფიკა, რეალი, მანჩესტერი, პსჟ და იუვენტუსი.