ტრაგედია არგენტინაში - გულშემატკივარი გოგონა მოკლეს » სპორტის ხაზი

ტრაგედია არგენტინაში - გულშემატკივარი გოგონა მოკლეს

ტრაგედია არგენტინაში - გულშემატკივარი გოგონა მოკლეს
2-10-2023, 14:03
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინაში ტრაგედია მოხდა - "როსარიო სენტრალის" 32 წლის გულშემატკივარი, ივანა პაულა გარსილასო ბელონი მოკლეს.

როგორც არგენტინული მედია იტყობინება, შემთხვევა "როსარიო სენტრალისა" და "ნიუელს ოლდ ბოისის" მატჩის შემდეგ მოხდა. გარდაცვლილი და მისი მეგობარი მოტოციკლზე ისხდნენ, ივანას "როსარიოს" მაისური ეცვა რა დროსას თავში ქვა ესროეს, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, თავდამსხმელები სამნი იყვნენ, რომელთაგანაც ორი პოლიციამ დააკავა, ხოლო მესამე ადგილიდან მიიმალა და ეძებენ.

"როსარიო ცენტრალი" მწუხარებას გამოტქვამს გუნდის გულშემატკივრის, ივანა პაულა გარსილასო ბელონის, გარდაცვალების გამო. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ აქტს." - წერია კლუბის განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი