"ბენფიკას" ფეხბურთელ ანხელ დი მარიას ემუქრებიან, რაც ახალი ნამდვილად არ არის.
"AS" იუწყება, რომ როსარიოში ორმა მამაკაცმა, რომლებიც მოტოციკლეტით მოდიოდნენ, ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლი გახსნეს და ინციდენტის ადგილზე მუქარის წერილები დატოვეს.
"დი მარია, როსარიოში მცხოვრებნი გელოდებით!"... "შენ კიდევ დაბრუნდები!", - ვკითხულობთ წერილებში.
ეს პირველ შემთხვევა არაა. გარკვეული დროის წინ მსგავსი მუქარის წერილები არგენტინელის მანქანაშიც იპოვეს.
ანხელი "ბენფიკაში" თამაშის შემდეგ როსარიოში აპირებდა დარბუნებას, მაგრამ ამ ფაქტმა შესაძლოა მისი გადაწყვეტილება შეცვალოს.