"ვინ აღმოჩნდა საბოლოოდ მართალი?" - რა თქვა თოფურიამ მახაჩევზე » სპორტის ხაზი

"ვინ აღმოჩნდა საბოლოოდ მართალი?" - რა თქვა თოფურიამ მახაჩევზე

"ვინ აღმოჩნდა საბოლოოდ მართალი?" - რა თქვა თოფურიამ მახაჩევზე
გუშინ, 14:22
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევის პაექრობა გრძელდება. ამჯერად თოფურიამ თქვა, რომ მედიასთან ნათქვამი პირობა სწორედ მან შეასრულა და არა მახაჩევმა:

ისლამმა განაცხადა, რომ დივიზიონის ქამარს არ დათმობდა. მე მსუბუქ წონაში იმისთვის არ გადავედი, რომ ვინმეს რაღაც ვთხოვო – გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ.

მითხარით, ვინ გააკეთა ის, რაც თქვა? ვინ აღმოჩნდა მართალი? როდესაც ქამარს მოვიპოვებ, მას შეუძლია, რიგში ჩადგეს. ეს რიგი საკმაოდ გრძელია.

- თქვა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია მსუბუქ წონაში პირველ ბრძოლას პირდაპირ ქამრის მოსაპოვებლად გამართავს, მისი მეტოქე კი ჩარლზ ოლივეირა იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი