იტალიურ მედიაში ვრცელდება ნაპოლის ყოფილი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის კომენტარი, რომელსაც ის ხვიჩა კვარაცხელიაზე აკეთებს.
ნებისმიერმა მწვრთნელმა, ვინც კი კვარასთან მუშაობს, ზუსტად იცის, რომ მის განკარგულებაში საოცარი ნიჭისა და ტალანტის მქონე ფეხბურთელია.
ერთხელ ვარჯიშის შემდეგ დი ლორენცო ჩემთან მოვიდა და ხუმრობით მთხოვა, რომ მისთვის ფლანგი შემეცვალა, რადგან კვარას გამკლავება აღარ შეეძლო.
- იხსენებს სპალეტი.