ჯერი კვარაზეა - როგორ შეუძლია ხვიჩას მიქაუტაძის ლიონს დაეხმაროს » სპორტის ხაზი

ჯერი კვარაზეა - როგორ შეუძლია ხვიჩას მიქაუტაძის ლიონს დაეხმაროს

ჯერი კვარაზეა - როგორ შეუძლია ხვიჩას მიქაუტაძის ლიონს დაეხმაროს
დღეს, 11:04
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონი ოფიციალურად დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონია, ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი გავარდნილი, აი გიორგი მიქაუტაძის ლიონში კი საინტერესო ამბებია.

ბოლო წუთების დრამის შემდეგ ლიონი მე-6 პოზიციაზე გადავიდა და კონფერენს ლიგაზე გასასვლელი პოზიცია დაიკავა, თუმცა მაინც არსებობს შანსი, რომ ქართველის გუნდმა ევროპა ლიგაზე ითამაშოს.

საამისოდ პარი სენ-ჟერმენმა თასის ფინალში რეიმსი უნდა დაამარცხოს, რის შედეგადაც ევროპა ლიგაზე ლიონი გადაინაცვლებს, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო კვოტას კი სტრასბურგი შეავსებს.

ამაზე კომენტარი გიორგი მიქაუტაძემაც გააკეთა, რომელმაც ხვიჩას მოკლედ და კონკრეტულად საქმის გაკეთება სთხოვა.

რას ვეტყვი კვარას? - უბრალოდ საქმე გააკეთოს.

- თქვა გიორგიმ.

ცნობისთვის, საფრანგეთის თასის ფინალი 24 მაისს არის ჩანიშნული.

ჯერი კვარაზეა - როგორ შეუძლია ხვიჩას მიქაუტაძის ლიონს დაეხმაროს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი