დღეს, 20 აპრილს, ფრანგული ლიგა 1-ის 30-ე ტურის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" შინ გიორგი მიქაუტაძის "ლიონს" მიიღებს.
მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა კლუბების სასტარტო თერთმეტეულები მატჩისთვის, სადაც ვხედავთ, რომ ორივე ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაშია.
შეხვედრა საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.