ცვლილებები ჩაკვეს უოტფორდში - კლუბმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა » სპორტის ხაზი

ცვლილებები ჩაკვეს უოტფორდში - კლუბმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

ცვლილებები ჩაკვეს უოტფორდში - კლუბმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
გუშინ, 17:09
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდში, რომელიც სეზონის მიმდინარეობისას პრემიერ ლიგაში აღზევებას ისახავდა მიზნად, ახალი გეგმები აქვთ.

ახლახანს გახდა ცნობილი, რომ კლუბმა მთავარი მწვრთნელი ტომ ქლევერლი დაკავებული თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა.

ვინ შეცვლის ქლევერლის და რა პოლიტიკას აირჩევს კლუბი სამომავლოდ, ეს ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის უოტფორდში დარჩეს. ბოლო ინფორმაციით, ჩაკვეს ტრანსფერით პრემიერ ლიგაში ახლახანს აღზევებული ლიდსია დაინტერესებული, იქამდე კი ვულვერჰემპტონისა და ევერტონის ინტერესის შესახებაც დაიწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი