მოულოდნელი სიურპრიზი - იქნება თუ არა კვარა არსენალთან ძირითადში » სპორტის ხაზი

მოულოდნელი სიურპრიზი - იქნება თუ არა კვარა არსენალთან ძირითადში

მოულოდნელი სიურპრიზი - იქნება თუ არა კვარა არსენალთან ძირითადში
დღეს, 13:58
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 23:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ლონდონის არსენალს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში უმასპინძლებს.

ქართველი ფეხბურთელის გუნდს პირველი მატჩი 1:0 აქვს მოგებული და პარიზულ დაპირისპირებაშიც ფინალში გასვლის უფრო დიდი შანსი სწორედ ფრანგებს აქვთ.

რაც შეეხება სასტარტო შემადგენლობას, აქ დიდი სიურპრიზი დაგვხვდა. აქამდე აქტიურად წერდნენ, რომ ძირითად თერთმეტეულში უსმან დემბელე ტრავმის გამო ვერ მოხვდებოდა, თუმცა მიმდინარე სეზონის ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთმა ფავორიტმა ვარჯიში განაახლა და არსენალს სრული დატვირთვით შეუტევს. აღნიშნული L'equipe-მა დაადასტურა.

სავარაუდო შემადგენლობა

დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, რუისი, დუე, დემბელე, კვარაცხელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი