ხვიჩას დღეს მარსელთან მარცხენა ფლანგზე ელიან - ფრანგული მედია » სპორტის ხაზი

ხვიჩას დღეს მარსელთან მარცხენა ფლანგზე ელიან - ფრანგული მედია

ხვიჩას დღეს მარსელთან მარცხენა ფლანგზე ელიან - ფრანგული მედია
გუშინ, 15:09
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 23:45-ზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონატში მარსელს დაუხვდება.

ფრანგულ მედიაში წერენ, ამ შეხვედრაში ლუის ენრიკე ქართველ ფეხბურთელს თავიდანვე თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე დააყენებს და სრულ თავისუფლებას მისცემს.

როგორც აღმოჩნდა, ლუის ენრიკემ კვარა შეტევაში უკვე ყველა შესაძლო პოზიციაზე გამოსცადა და მიხვდა, რომ მარცხნიდან ქართველი გაცილებით ეფექტური და სახიფათოა.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა დღევანდელ შეხვედრაში:

დონარუმა - ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი - დუე, ვიტინია, ნევეში - კვარაცხელია, რამუში, დემბელე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი