ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ვიქტორ ოსიმენის შეძენითაა დაინტერესებული, თუმცა ტრანსფერზე მუშაობის დაწყებას ერთი პრობლემა უშლის ხელს.
საქმე ისაა, რომ მანჩესტერში ჯერჯერობით დაცდა მოუწევთ. თუ კლუბი ევროპის ლიგას მოიგებს და ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიცირდება, მაშინ მათ მეტის დახარჯვა შეეძლებათ და ოსიმენის ტრანსფერიც რეალური იქნება.
თავად ნიგერიელი ფორვარდი ახლა გალათასარაიშია, თუმცა იჯარით, მფლობელობაში კი ოსიმენი კვლავ ნაპოლის ეკუთვნის, სადაც ვიქტორი დაბრუნებას არც კი განიხილავს.