ნაპოლიში დაბრუნება გამორიცხულია? - სად გააგრძელებს კარიერას ვიქტორ ოსიმენი » სპორტის ხაზი

ნაპოლიში დაბრუნება გამორიცხულია? - სად გააგრძელებს კარიერას ვიქტორ ოსიმენი

ნაპოლიში დაბრუნება გამორიცხულია? - სად გააგრძელებს კარიერას ვიქტორ ოსიმენი
5-12-2024, 18:02
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან ერთად, იტალიური მედია აქტიურად განიხილავს ვიქტორ ოსიმენის ნაპოლიში დაბრუნების საკითხს.

მოგეხსენებათ, ნიგერიელი ფორვარდი ამჟამად 1-წლიანი იჯარის წესით თურქულ გალათასარაიშია განათხოვრებული.

იტალიელი ჟურნალისტი ფრანჩესკო ოპინის ცნობით, ოსიმენი ნაპოლიში დაბრუნების ნაცვლად, კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს, რადგან ფეხბურთელს კლუბის ყოფილ სპორტულ დირექტორთან კრისტიანო ჯუნტოლისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

"ვფიქრობ, იუვენტუსი ზაფხულში ოსიმენის შეძენას შეეცდება და ნიგერიელიც "ბებერი ქალბატონის" წინადადებას დათანხმდება", - განაცხადა ოპინიმ.

ცნობისთვის, 25 წლის ფორვარდს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი