საქართველოს ნაკრები ივნისში ამხანაგურ მატჩს ფარერების კუნძულების წინააღმდეგ გამართავს - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.
როგორც დაიწერა, ზემოთხსენებული შეხვედრა 5 ივნისს გაიმართება.
ივნისის თვეში, სანიოლის გუნდი კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, თუმცა მეორე მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.