თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი მოისწრაფიშვილმა დინამო თბილისი დატოვეს - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორივე ფეხბურთელი გუნდიდან მთავარი მწვრთნელის მიზეზით წავიდა - სხვა დეტალები კი ამ დრომდე უცნობია.
ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში დადებს, საიდანაც შესაძლო მიზეზებს გავიგებთ.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, ოქრიაშვილიც და მოისწრაფიშვილიც მალე ახალ კლუბთან გააფორმებენ კონტრაქტს - წერს Geo Team.