თორნიკე ოქრიაშვილი: "ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ და იმედს არ ვკარგავ" » სპორტის ხაზი

თორნიკე ოქრიაშვილი: "ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ და იმედს არ ვკარგავ"

თორნიკე ოქრიაშვილი: "ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ და იმედს არ ვკარგავ"
19-05-2024, 17:53
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, თორნიკე ოქრიაშვილი სტუმრად ქართულ სპორტულ გადაცემაში იმყოფებოდა, სადაც მან ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე გამგზავრების საკითხი შეაფასა.

როგორც ჩანს, თორნიკე ოქრიაშვილს იმედი დღემდე აქვს, რომ ეროვნული გუნდის თავკაცის, ვილი სანიოლის მოხიბვლას შეძლებს და გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად სრულ განაცხადში მოხვდება.

აი, რა თქვა 32 წლის ოქრიაშვილმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით:

"სარეაბილიტაციო პროცესი დღეს დავასრულე და ხვალიდან გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს დავიწყებ. მომდევნო ტურში დინამო ბათუმს ვიმასპინძლებთ და ამ შეხვედრაში სრულად თუ არა, რამდენიმე წუთით თამაში მაინც შემეძლება. ევროპის ჩემპიონატამდე დინამოს რიგებში სამი შეხვედრის გამართვაა შესაძლებელი და შევეცდები, ვილი სანილი დავარწმუნო, რომ ნაკრებში გამოძახების ღირსი ვარ."

"თუ კონტინენტის პირველობამდე მონტენეგროსთან თავის გამოცენის შესაძლებლობა მომეცემა, ამ შანსს ბოლომდე გამოვიყენებ. დიდი მონდომებით ვვარჯიშობ და ძალიან მოტივირებული ვარ"
, - თქვა თორნიკე ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის, 2024 წლის ეროვნულ ლიგაში ოქრიაშვილმა დინამო თბილისის მაისურით სულ რაღაც 3-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი