"ლივერპული გიორგის ისევ გაუშვებს" - რას წერენ მამარდაშვილზე » სპორტის ხაზი

"ლივერპული გიორგის ისევ გაუშვებს" - რას წერენ მამარდაშვილზე

"ლივერპული გიორგის ისევ გაუშვებს" - რას წერენ მამარდაშვილზე
გუშინ, 23:39
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური Eldesmarque-ს ინფორმაციით, ლივერპულის ძირითადმა მეკარემ, ალისონ ბეკერმა საუდის არაბეთში წასვლა გადაიფიქრა და კლუბში კიდევ 1 წლით დარჩენას აპირებს.

აქედან გამომდინარე წყარო იტყობინება, რომ ლივერპული ბეკერის გადაწყვეტილებას პატივისცემას გამოუცხადებს და მამარდაშვილს ისევ იჯარით გაუშვებენ.

როგორც იცით, ქართველი მეკარე უკვე ლივერპულის მფლობელობაშია, თუმცა იჯარით ვალენსიაში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ჯერჯერობით არ სახელდება ის კლუბი, სადაც შესაძლებელია, რომ გიორგი მამარდაშვილი გაანათხოვრონ. თუ თვეებით ადრე დაწერილ ინფორმაციას დავეყრდნობით, ლივერპული ქართველს პრემიერ ლიგის კლუბში გაუშვებს, რათა მან ინგლისურ ფეხბურთს ალღო ბოლომდე აუღოს და ლივერპულში სრულ მზადყოფნაში იყოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი