მსურველი პრემიერ ლიგიდან - ჩაკვეტაძის ტრანსფერი თავად მწვრთნელმა მოითხოვა » სპორტის ხაზი

მსურველი პრემიერ ლიგიდან - ჩაკვეტაძის ტრანსფერი თავად მწვრთნელმა მოითხოვა

მსურველი პრემიერ ლიგიდან - ჩაკვეტაძის ტრანსფერი თავად მწვრთნელმა მოითხოვა
გუშინ, 20:59
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძის დამატებით ევერტონი დაინტერესდა - ინფორმაციას ამის თაობაზე Football League World ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, დევიდ მოიესს მომავალი სეზონისთვის ნახევარდაცვაში გიორგი ჩაკვეტაძის მსგავსი სტილის მქონე მოთამაშის დამატება სურს.

ასე რომ, უოტფორდს 25 წლის ქართველის შესანარჩუნებლად სერიოზული ბრძოლა მოუწევს - რაც შეეხება ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულებას, გერმანულ Transfermarkt-ს ის 4 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული, თუმცა უოტფორდი გაცილებით მეტს მოითხოვს.

გიორგი ჩაკვეტაძეს და უოტფორდს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2029 წლის ზაფხულამდე აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი