"ამიტომ შევხვდი კალაძეს და სხვა მთავრობის წევრებს" - დვალიშვილის განცხადება სრულად » სპორტის ხაზი

"ამიტომ შევხვდი კალაძეს და სხვა მთავრობის წევრებს" - დვალიშვილის განცხადება სრულად

"ამიტომ შევხვდი კალაძეს და სხვა მთავრობის წევრებს" - დვალიშვილის განცხადება სრულად
გუშინ, 12:25
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში ვიზიტის მიზეზებს განმარტავს და საზოგადოების კითხვებს პასუხობს.

"მე ვარ ერთი რიგითი ქართველი რომელსაც უყვარს ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი.

არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი ან რომელიმე მხარეს. არც არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას ან რომელიმე მხარეს დავდგე. მე ვარ ჩვენს სამშობლეზე შეყვარებული სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი რომელიც ყოველთვის ვაფიქსირებდი და დავაფიქსირებ ჩემს პირად აზრს.
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში მსურს გავაკეთო ისეთი მმა-ს დარბაზები სადაც კარგ პირობებში ივარჯიშონ ჩვენმა მმა-ის პროფესიონალმა თუ დამწყებმა მებრძოლებმა. მინდა შევიტანო ჩემი წვლილი საქართველოში მმა-ს განვითარებაში და გაუზიარო ჩემი გამოცდილება ქართველ სპორტცმენებს რათა საქართველოშიც იყოს მაქსიმალურად შეაძლებელი მაღალ დონეზე ვარჯიში. ასევე გაიზარდნონ ახალი ტალანტები და გამრავლდეს ქართველი მმა მებრძოლების რაოდენობა UFC-ში.

ამ ყველაფრის განხორციელებისთვის ჩამოვედი საქართველოში.

მე მოვინახულე რამდენიმე არსებული მმა-ს დარბაზი და მქონდა შეხვედრები რამდენიმე მმა- ს მწვრთნელთან. შემდეგ მე დამიკავშირდა სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე რომელმაც გვერდში დგომის სურვილი გამოთქვა ამ საკითხზე და შალვა გოგოლაძის ინიციატივით შევხვდით კახი კალაძეს რომელმაც გავაცანი და გაუზიარე ჩემი მმა-ს განვითარები გეგმები საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ UFC -ს საქართველოში ჩატარების საკითხებზეც
", - წერს დვალიშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი