საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში დანია 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა.
გამარჯვების შემდეგ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შერმანდინმა სანაკრებო კარიერის დასრულება დაანონსა.
"ზედიზედ მეექვსედ გავედით კონტინენტის პირვეელობაზე და წინა ხუთივე ნათამაშები მაქვს - მეექვსეზეც ვიქნები და სავარაუდოდ, ეს ევრობასკეტი იქნება ჩემს სანაკრებო კარიერაში ბოლო, რის შემდეგაც ეროვნულ გუნდში ასპარეზობას დავასრულებ", - განაცხადა შერმადინმა.