ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - საწყის ეტაპზე, გულშემატკივართა დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ზამთარში ტრანსფერის აუცილებლობა არ იყო.
საკუთარი აზრი ცნობილმა ქართველმა კომენტატორმა ბიძინა ბარათაშვილმაც დააფიქსირა.
"შესაძლოა ბევრისთვის სადავო რაღაცას ვამბობ, მაგრამ პირადად მე მერჩივნა ხვიჩა პსჟ-ში ზაფხულში გადასულიყო, ან შარშან ან მომავალ ზაფხულს, რადგან ეს ამბავი ასე გაცილებით უმტკივნეულოდ ჩაივლიდა.
ჩემი მეუღლე ნეაპოლშია და გაოცებულია, ყველგან გამქრალია ხვიჩას მაისურები, ფიგურებიც, მურალებიც..", - განაცხადა ბიძინამ.