ლევან ჩოხელი UFC-სთან მოლაპარაკებებს მართავს - ინფორმაციას ამის თაობაზე Fight Night Georgia ავრცელებს.
"ოფიციალურად დავასრულე ბელატორთან თანამშრომლობა, ახლა მიმდინარეობს UFC-სთან მოლაპარაკებები, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩემით და მხოლოდ გამარჯვების სერია გვაშორებს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებამდე", - განაცხადა ჩოხელმა.
ცნობისთვის, ქართველი მებრძოლი აქამდე Bellator MMA-ის ქვესაშუალო წონაში ასპარეზობდა და მაღალია ალბათობა კარიერა UFC-ის ორგანიზაციაში გააგრძელოს.