ტიბო კურტუა მადრიდის რეალთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს » სპორტის ხაზი

ტიბო კურტუა მადრიდის რეალთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

ტიბო კურტუა მადრიდის რეალთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს
6-12-2024, 21:43
Aa Aa
გაზიარება:

COPE-ს ჟურნალისტის, მიგელ ანხელ დიასის ინფორმაციის მიხედვით, მადრიდის რეალის კარის დარაჯი, ტიბო კურტუა კლუბთან კონტრაქტის განახლებას აპირებს.

როგორც წერენ, ბელგიელი მეკარე თავისი ხელშეკრულების კიდევ 2 წლით განახლებას აპირებს, რომელიც ისედაც 2026 წლამდეა გათვლილი.

აქამდე იწერებოდა, რომ ტიბოს მიმართ ინტერესს საუდის არაბეთის კლუბები იჩენდნენ, თუმცა საჯაროდ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

32 წლის მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში რეალის მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი