არც ისე წარმატებული სეზონის მიუხედავად, კარლო ანჩელოტი ოპტიმიზმს არ კარგავს და გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს ჰპირდება.
"ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ - რეალი მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზებს", - განაცხადა ანჩელოტიმ.
ესპანური მედიის ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა ეს სიტყვები თანამემამულე ჟურნალისტს და უახლოეს მეგობარს, ალბერტო სერუტის პირად საუბარში უთხრა და მოგვიანებით მისი მედიაში გავრცელება სთხოვა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 6 ქულა აქვს და 24-ე ადგილს იკავებს.