სანაკრებო პაუზა დასრულდა და ფეხბურთელები კლუბებში დაბრუნდნენ. საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისში გაემგზავრა და ახლა უოტფორდის თამაშებზე გადაერთვება.
ჩანიშნული შეხვედრის გამართვამდე მედიაში უოტფორდის მწვრთნელის, ტომ ქლევერლის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც გიორგი მანჩესტერ სიტის ვარსკვლავს, ჯეკ გრილიშს შეადარა.