როგორც უკვე მოგახსენეთ, პეპ გვარდიოლა და მანჩესტერ სიტი კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივებაზე მუშაობენ და თუ ყველაზე გავლენიან სპორტულ ჟურნალისტს ფაბრიციო რომანოს დავუჯერებთ, ყველაფერი გადაწყვეტილია.
აღნიშნულზე ფაქტი ქალაქელთა ლიდერმა, ერლინგ ჰოლანდმაც გააკეთა და მთავარი მწვრთნელის დარჩენის სურვილი გამოთქვა.
"იმედს ვიტოვებ გვარდიოლა მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, რადგან ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, ძალიან მომწონს მასთან მუშაობა", - განაცხადა ჰოლანდმა.
ცნობისთვის, ამ ამბის პარალელურად, ბრიტანული გამოცემები წერენ, რომ ქალაქელები ერლინგ ჰოლანდისთვის 100 მილიონიანი კოტნრაქტის შეთავაზებას აპირებენ, რადგან გვარდიოლას წასვლის შემდეგაც ნორვეგიელი ფორვარდი კლუბში დარჩეს.