გუშინ, მანჩესტერული დერბი გვარდიოლას გუნდის გამარჯვებით დასრულდა, სადაც ჰეთ-ტრიკის შესრულება ერლინგ ჰოლანდმა მოახერხა (6-3). აღსანიშნავია, რომ ეს ჰოლანდისთვის მესამე ჰეთ-ტრიკი იყო "პრემიერ ლიგაში" ქალაქელთა მაისურით, რისთვისაც მას მხოლოდ 8 შეხვედრის გამართვა დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიელის შეჩერება ჯერჯერობით წარმოუდგენლად მოჩანს, პეპ გვარდიოლამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ არის ჰოლანდი ლიონელ მესის დონეზე:
"რა თქმა უნდა, ჰოლანდის მონაცემები და სტატისტიკა დაუჯერებელია, თუმცა მას ამ ყველაფრის გასაკეთებლად თანაგუნდელების დახმარება სჭირდება, ხოლო სხვაობა მასსა და ლეო მესის შორის ისაა, რომ არგენტინელს ყველაფრის კეთება მარტოსაც შეუძლია", - პეპ გვარდიოლა.