ოთარ მამაგეიშვილი: "გვიხარია, რომ ამ დონის მატჩს ვთამაშობთ" » სპორტის ხაზი

ოთარ მამაგეიშვილი: "გვიხარია, რომ ამ დონის მატჩს ვთამაშობთ"

ოთარ მამაგეიშვილი: "გვიხარია, რომ ამ დონის მატჩს ვთამაშობთ"
19-11-2024, 13:59
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ მამაგეიშვილმა ხორვატიასთან განმეორებით მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. გვიხარია, რომ ამ დონის მატჩს ვთამაშობთ და იმედი მაქვს, კიდევ ბევრ ასეთ შეხვედრას ჩავატარებთ. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვაქვს. ხვალინდელ შეხვედრაში ეს გამოცდილება და ფსიქოლოგიური მზადყოფნა ძალიან დიდ როლს ითამაშებს.

მოსაგებად ძალები არასდროს დაგვიზოგავს და მცდელობას არც ახლა დავაკლებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საწადელს მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

- თქვა მამაგეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ხორვატიას პირველ თამაშში 1:0 მოუგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი