ჩეხეთის დამრიგებელმა, ივან ჰაშეკმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ჩვენი ეროვნული გუნდიდან 3 ყველაზე საშიში ფორვარდი გამოარჩია.
ვისგან ველით ყველაზე დიდ საფრთხეს? - ესენი ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი არიან. სამწუხაროდ, ბევრი დრო არ გვქონია, რომ ისინი კარგად შეგვესწავლა, თუმცა გამარჯვებისთვის მაინც ყველაფერი გვაქვს. მათ თბილისში საუკეთესო თამაში აჩვენეს, ჩვენ კი ყველაზე უარესი, რაც საკუთარ მოედანზე უნდა გამოვასწოროთ.
- თქვა ივან ჰაშეკმა.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ისტორიაში 2-ჯერ შეხვდა და მეტოქეს ჩვენთან მოგება არ აქვს. პირველად მათ ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე გადავეყარეთ და ფრედ, 1:1 ვითამაშეთ, მეორედ კი მიმდინარე ერთა ლიგაზე შევხვდით, სადაც საქართველომ 4:1 იმარჯვა.