რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მეტი მედიაგამოშვება ადასტურებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის დატოვება და ახალი თავგადასავლის დაწყება სურს.
ამას ამბობს სატრანსფერო ექსპერტი, ეკრემ ქონურიც, რომლის მტკიცებითაც ქართველი ფეხბურთელი საუბრის განახლებას ორ გრანდთან აპირებს.
ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია გეგმავს, რომ ბარსელონასთან და პარი სენ-ჟერმენთან მოლაპარაკებები კვლავ აწარმოოს, რადგან ნაპოლისთან საკონტრაქტო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
- წერს ექსპერტი პლატფორმა X-ზე.
ხვიჩას გარემოცვას ნაპოლისთან ორი მოთხოვნა აქვს. პირველი ხელფასის მინიმუმ 8 მილიონ ევრომდე გაზრდას ეხება, მეორე კი გამოსასყიდი თანხის 80 მილიონ ევრომდე დაქვეითებას.