ბოლო პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედმა საკმაო ოდენობის თანხა დახარჯა იმისათვის, რათა ახლა იბრძოდეს როგორც პრემიერ ლიგის, ისე ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, თუმცა საქმე სხვაგვარადაა.
უკანასკნელმა ხარჯვამ ხელმძღვანელობა ხელმომჭირნეობამდე მიიყვანა. ზუსტად ეს დაწერა Telegraph-მა, რომლის მტკიცებითაც ახალი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის ეპოქაში ბევრი ახალი შენაძენი არ იქნება.
მანჩესტერში რუბენ ამორიმს მოსთხოვენ, რომ ერიკ ტენ ჰაგის დროს უკვე არსებული გამოუყენებელი პოტენციალი ბოლომდე გამოიყენოს, რათა კლუბმა უხარისხო დანახარჯების გამო განცდილი ზიანი მაქსიმალურად შეამციროს.
- წერს გამოცემა.
უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელიც იუნაიტედს დაუკავშირეს ვიქტორ გიოკერესია. ფანებს მიაჩნდათ, რომ ამორიმი შვედ ფორვარდს სპორტინგიდან ინგლისში თან გაიყოლებდა, თუმცა თავად ამორიმმა აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე სკანდინავიელი სტრაიკერი არსად წასვლას არ აპირებს.