ხვალ, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩამდე, მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი ივან ჰაშეკი ოპტიმისტურადაა განწყობილი და 3 ქულის მოპოვებას გეგმავს.
"ჯგუფში სიტუაცია ჩვენს ხელთაა, რის გამოც მჯერა, ბოლო მატჩში ჩვენსას მივაღწევთ და პირველ ადგილზე გავალთ.
მართალია თბილისში წავაგეთ, მაგრამ ახლა საქართველოსთან რეპუტაცია უნდა აღვიდგინოთ - საქართველო ალბათ დაცვით ტაქტიკას აირჩევს ალბანეთის მსგავსად და კონტრშეტევებზე ითამაშებს.
უზომოდ მოტივირებულები ვართ, პლუს სახლში ვთამაშობთ და მჯერა გულშემატკივრების დახმარებით დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ", - განაცხადა ჰაშეკმა.