საქართველოს ნაკრებმა ახალი ციკლი ერთა ლიგაზე ბრწყინვალედ დაიწყო და ჩეხეთი სახლში გაწბილებული გაუშვა, - 4:1!
მატჩის შემდეგ კომენტარი ჩეხეთის დამრიგებელმა, ივან ჰაშეკმა გააკეთა, რომელიც საკუთარი თავით და გუნდით უკმაყოფილო დარჩა.
თამაშამდე ვფიქრობდი, რომ გუნდი კარგად მოვამზადე, თუმცა საბოლოოდ მცდარი გამოვდექი. ქართველებს საოცარი მხარდაჭერა ჰქონდათ და ეს მოთამაშეებზეც იგრძნობოდა. სამწუხაროდ, ამან აგვანერვიულა და აღელვებულები ვთამაშობდით, რამაც ჩვენზე ცუდი გავლენა იქონია.
გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ უკრაინასთან საქმის გამოსწორებას შევძლებთ.
- თქვა ჰაშეკმა.
ცნობისთვის, ივან ჰაშეკი საქართველოში თამაშამდე ამბობდა, რომ მისი გუნდი თბილისში ცეცხლმოკიდებული ითამაშებდა, საბოლოოდ კი ჩეხები ასეთ კონდიციაში მხოლოდ თამაშის დასრულების შემდეგ აღმოჩდნენ.