ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა საქართველოსთან მატჩი შეაჯამა.
"დიახ, ბოლო წამებზე გადავარჩით, მაგრამ ჯერ არ გვინდა სახლში წასვლა და თურქეთთან ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს იმ თამაშისთვის, რაც აჩვენეს.
"საქართველოს ნაკრების კონტრშეტევები ნამდვილად ძალიან სახიფათო იყო და ცოტა შეგვაშინეს. თუმცა, ჩვენ კარისკენ 26-ჯერ დავარტყით და ვერ გამოვიყენეთ მომენტები, ეს ფეხბურთია. კიდევ ოთხი დღე გვაქვს მოსამზადებლად.
"მინდა, გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან საოცარი ატმოსფერო იყო, რაც ყოველდღე არ ხდება
“კვარაცხელია იყო ყველაზე სახიფათო მოთამაშე, რომელიც ბურთის მიღებისთანავე შეტევაში მოდიოდა, ამიტომ, მის წინააღმდეგ განსაკუთრებული ყურადღება გვქონდა, ჩვენმა მცველებმა ძალიან კარგად ითამაშეს და შევძელით მათი შეტევების განეიტრალება, თუმცა, ძალიან ბევრი ყვითელი ბარათი მივიღეთ და ამაზე მუშაობა მოგვიწევს.
"მინდა, ჩეხების გარდა, ქართველ გულშემატკივარსაც მადლობა გადავუხადო, რადგან სოაცარი ატმოსფერო შეიქმნა და ასეთ გარემოში თამაში დიდებულია, ამიტომაც გვინდა, რომ ამ ჩემპიონატზე, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ.”