იმის გამო, რომ მადრიდის რეალის დაცვაში დიდი ტრავმიანობაა, მედიაში დაიწერა, რომ სერხიო რამოსის უკან დაბრუნების შანსი გაჩნდა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი მცველი რეალის მაისურს აღარ მოირგებს.
რამოსს რეალიდან აცნობეს, რომ კლუბში დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლია, ოღონდ არა ფეხბურთელად.
ცნობისთვის, სერხიო რამოსი ბოლოს სევილიაში თამაშობდა. ლა ლიგის 2023/2024 წლების სეზონში რამოსმა ამავე კლუბის მაისურით 28 მატჩი გამართა და 3 გოლი გაიტანა.