ტოტენჰემის ბრაზილიელი შემტევი რიჩარლისონი კვლავ ტრავმირებულია - რთულ პერიოდზე 27 წლის ფეხბურთელმა მედიასთან ისაუბრა.
"ამ ყველაფრის ისევ გადატანა რთულია - ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა მოედანს დავუბრუნდი, თუმცა კვლავ ტრავმირებული ვარ.
რთულია იმის თქმა, თუ რას ვგრძნობ ახლა, უბრალოდ ილოცეთ ჩემთვის. ვიმედოვნებ ღმერთი დამიცავს", - განაცხადა რიჩარლისონმა.
რიჩარლისონმა მიმდინარე სეზონში 7 მატჩის გამართვა მოახერხა და თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, თუმცა, ჯამურად მოედანზე სულ რაღაც 173 წუთი გაატარა.