პოლ პოგბა კვლავ ტრავმირებულია - ფრანგი ნახევარმცველისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია » სპორტის ხაზი

პოლ პოგბა კვლავ ტრავმირებულია - ფრანგი ნახევარმცველისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია

პოლ პოგბა კვლავ ტრავმირებულია - ფრანგი ნახევარმცველისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია
15-05-2023, 17:45
Aa Aa
გაზიარება:

პოლ პოგბა, რომელმაც ტრავმების გამო მიმდინარე სეზონში მხოლოდ 161 წუთი ითამაშა, კვლავ ტრავმირებულია.

როგორც იტალიური გამოცემები წერენ, ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველს ბარძაყის სწორი ნაწლავის დაზიანება აღენიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია (რომელიც ისედაც ორ კვირაში მთავრდება).

30 წლის შუახაზელმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობიდან მატჩი გუშინ, კრემონეზეს წინააღმდეგ დაიწყო და 22-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნიდან დროზე ადრე გასვლა მოუწია.

ცნობისთვის, პოგბამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი - ფრანგმა ნახევარმცველმა ჯამურად 161 წუთი ითამაშა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი