ტოტენჰემის ბრაზილიელი ფეხბურთელი რიჩარლისონი პრემიერ ლიგის ბოლო ტურის შემდეგ სოციალურ ქსელში მოწინააღმდეგე გუნდის, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის წასვლას გამოეხმაურა.
27 წლის ფორვარდმა instagram story-ში იურგენ კლოპს შემდეგი სიტყვები მიუძღვნა.
"მტრობის მიუხედავად, რომელიც მხოლოდ მოედანზე იყო, შენ ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ხარ. დაე ღმერთმა დალოცოს შენი მოგზაურობა", - წერს რიჩარლისონი.
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.