მადრიდის რეალისთვის ბოლო ორი შეხვედრა კატასტროფული აღმოჩნდა. გუნდმა ჯერ კლასიკო წააგო გამანადგურებელი ანგარიშით, შემდეგ კი პრინციპული შეხვედრა მილანთან.
ცხადია, ასეთ დროს გულშემატკივრები ელოდნენ, რომ ზედა ეშელონებში გარკვეული ტიპის საუბრები უნდა გამართულიყო, ან დადებითი, ან უარყოფითი. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა სიმშვიდეს ინარჩუნებს და რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ჯერ არ აპირებს.