ჟურნალისტებს მადრიდის "რეალის" ლეგენდა და ამ ჟამად ერთ-ერთი დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო შეხვდა და საინტერესო თემებზე ისაუბრა, სადაც კვარაცხელიაც ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნოდ მოიხსენია.
„ნაპოლი ძალიან სახიფათო მეტოქეა. ჩვენ მეტისმეტად ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ნეაპოლელებს უნიჭიერესი ფეხბურთელები ჰყავთ. მათ დასაძლევად მაქსიმუმის გაღება დაგვჭირდება. ამთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიის ჩემპიონთან ურთულესი თამაშები გველის. ოსიმენი და კვარაცხელია? დიახ, ისინი საუცხოო ფეხბურთელები არიან, მაგრამ სამწუხაროდ ნაპოლიში თამაშობენ".
კვარაცხელია და "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალს" ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან.