უცხოურ მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის თაობაზე, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედი ანტონის გაყიდვას შეეცდებოდა - გავრცელებულ ჭორებს სოციალურ ქსელში თავად ფეხბურთელმა უპასუხა და კლუბის ბაზაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
"დილა მშვიდობისა", - წერს ანტონი.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ბრაზილიელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ მოახერხა, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯამურად მან მოედანზე მხოლოდ 155 წუთი გაატარა.