"შენნაირი ადამიანისგან ამას არ ველოდი" - ილია თოფურიამ რონალდოს უპასუხა » სპორტის ხაზი

"შენნაირი ადამიანისგან ამას არ ველოდი" - ილია თოფურიამ რონალდოს უპასუხა

"შენნაირი ადამიანისგან ამას არ ველოდი" - ილია თოფურიამ რონალდოს უპასუხა
2-11-2024, 17:59
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი ორგზის ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში კრიშტიანო რონალდოს კომენტარს ეხმაურება, რომელიც პორტუგალიელმა ვარსკვლავმა თოფურიას და მაქს ჰოლოუეის ბრძოლის წინ გააკეთა.

"თოფურია ძალიან ბევრს ლაპარაკობს... ის საუკეთესო მებრძოლებთან არ ჩხუბობს - თუ ილია მაქსს დაამარცხებს, ჩემს პატივისცემასაც დაიმსახურებს", - თქვა რონალდომ რამდენიმე დღის წინ.

"არ ველოდი, რომ შენნაირი ადამიანი ამპარტავნებასა და თავდაჯერებულობას ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდა. ჩვენ ყველანი საკუთარ რეალობას ავსახავთ სხვებზე. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ კარიერის დარჩენილ ეტაპზე, ღმერთმა დალოცოს შენი ოჯახი", - წერს თოფურია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ილიამ ჩემპიონის ქამარი 26 ოქტომბერს, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი