კატალონიის "ბარსელონას" 25 წლის პორტუგალიელი შემტევის, რაფა ლეაოს შეძენა სურს.
"მილანში" მოთამაშე ლეაოს რთული ურთიერთობა აქვს თავკაცთან, პაულო ფონსეკასთან, პლიუს ამას, რომ ძირითად თერთმეტეულში ადგილიც დაკარგული აქვს.
"ბლაუგრანა" და პრეზიდენტი, ლაპორტა, დიდი ხანია ისწრაფვის ლეაოს გაფორმებისკენ, თუმცა საწადელს აქამდე ვერასდროს მიაღწია, ახლა კი მათთვის ტრანსფერის განსახორციელებლად კარგი დრო გამოჩნდა .
ცნობილი ხდება, რომ თავად მოთამაშეც უკმაყოფილოა თავის გარშემო მიმდინარე პროცესებით და სურს, რაც შეიძლება მალე გამოვიდეს წნეხიდან.